top of page

FASHIONTV GEORGIA

Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

FASHIONTV GEORGIA არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც უწევს კონტროლს და ახდენს შესაბამის რეაგირებას სამოდელოსააგენტოების, ამ სფეროში მომუშავე კომპანიების თუ პირების საქმიანობაზე. ექსკლუზიური მფლობელია საქართველოს მოდელების და ფოტომოდელების ერთიანი ეროვნულ ბაზის. აწარმოებს სატელევიზიო საქმიანობას, აშუქებს სააგენტოების ჩვენებებს და მოდის სფეროში მიმდინარე მოვლენებს. ოფოციალურ პარტნიორობას უწევს საქართველოს მთავრობა. თანამშრომლობს ცნობილ ბრენდებთან და კომპანიებთან.

 

Fashiontv.ge

Mercedes Benz Fashion Days Tbilisi

2015 წლის 1 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით, თბილისში მოდის კვირეული MERCEDES BENZ FASHION DAYS TBILISI გაიმართა. მოდის კვირეულის ფარგლებში თბილისმა როგორც ქართველ, ასევე სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერებს უმასპინძლა. მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ორი საერთაშორისო პროექტი ხელოვნების ფესტივალი ARTGeorgia და საერთაშორიოსო კონკურსი BENEXT. ფესტივალს დაესწრო და ექვსი დღის განმავლობაში გააშუქა როგორც უცხოურმა ასევე ქართულმა მედიამ. 
Vogue–ის ფრანგული, უკრანიული, რუსული და იტალიური გამოცემები, The New York Times, Elle Italy, Vanity Fair, Buro 24/7, L’Officiel, Vogue Japan, Style.com, I D Magazine, Dazed & Confused, Nowfashion , Fashion Monitor, Zoe Magazine, Schon Magazine, Achtung Magazine, Forbes Ukraine, Forbes Kazakshtan, Paper Magazine, Grazia Italy, ASVOF, Business of Fashion, The Style Examiner, The Huffington Post, Details Magazine, LOVE Magazine, WUT Berlin -Tokyo, VOO store Berlin, Antonioli Milan. Marangoni Institute Milan, IED Milan, Haute Future Fashion Academy Milan, LISAA Paris, Domus Academy Milan პრიზებს დააწესეს BENEXT საერთაშორისო კონკურსზე რომელშიც 30 დიზაინერი და 5 ქვეყანა მონაწილეობდა. ასევე ღონისძიებას მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები RAD HOURANI, MANISH ARORA, Jean Paul Gaultier და Jean Charles de Castelbajac -ის სახლების დამფუძნებელი Donald Potard დაესწრო. Mercedes Benz Fashion Days Tbilisi საქველმოქმედო ფონდი „Societe Anonyme”-ის ორგანიზებითა და კომპანია მერსედესის მხარდაჭერით გაიმართა. მოდის კვირეულში მონაწილეობას მიიღეს: ავთანდილი, დათუნა სულიკაშვილი, თამუნა ინგოროყვა, ანუკა ქებურია, ატელიე კიკალა, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, გვანცა ჯანაშია, GOLA, ნინო სეფიაშვილი, თენგიზ სეფიაშვილი, თეო გარდაფხაძე, სიმონ მაჩაბელი, ნინო ბაბუხადია, LAKO BUKIA, BESSARION, Alexander Arutyunov, ტატა მეფარიძე. ასევე უკრაინელი წამყვანი დიზაინერები: POUSTOVIT, LITKOVSKAYA, LAKE STUDIO, PRZHONSKAYA, ANNA OCTOBER რუსეთი: Walk of Shame. მოდის კვირეულის ძირითადი ლოკაცია „ექსპო ჯორჯია“, ხოლო გამოფენები, ჩვენებები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები თბილისის არაორდინალურ ადგილებში ჩატარდა.

bottom of page